Saturday, December 17, 2011

სვეტი-ცხოვლის ტაძარი

   სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილტა შორის.იგი მდებარეობს მდინარე არაგვისა და მტკვრის გადაკვეთასთან ახლოს მცხეტაში.საუკუნეთა მანძილზე იგი ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.
დაიწყო ჩვენი წელთ აღრიცხვა.ქართველი მამა ელიოზი იმყოპებოდა იერუსალიმში საიდანაც მან ჩამოიტანა ქრისტეს კვართი,მას აქ ელოდა და სიდონია.დაბრუნებულმა მამა ელიოზმა კვართი გადასცა და სიდონიას რომელიც ადგილზევე წაიქცა და გარდაიცვალა რადგანაც ის ვერ დაძრეს ადგილიდან და კვართიც ხელიდან ვერ გამოართვეს იქვე დაასაფლავეს.მოგვიანებით ამ ადგილზე ამოვიდა ხე.
     გავიდა სამი საუკუნე და უკვე მეოთხე საუკუნეში ქართლის მეფე იყო მირიანი.მას არ სწამდა ქრისტე და არაფერი იცოდა ქრისტიანული რელიგიის შესახებ.
       ერთ დღეს მეფე მირიანი წავიდა სანადიროდ მცხეთასთან ახლოს მტებში,ნადირობის დროს უეცრად ჩამობნელდა დაღამდა,შეშინებულმა მირიან მეფემ მოიხმო მისი ღმერთები მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს გაახსენდა ქრისტე და მას სთხოვა დახმარება იმ ცამსვე განათდა გამოვიდა მზე,ეს იყო სასწაული რომელმაც მეფე მირიენს აუხილა თვალი და მან გადაწყვიტა აეშენებინა ტაძარი იქ სადაც ქრისტეს კვართი იყო დამარხული.
ტაძრის მშენებლებმა მოჟრეს ხე  რომელიც სიდონიას საპლავზე იყო ამოსული და დადგეს შვიდი სვეტი,ექვსი სვეტი მოათავსეს ტაძრის შიგნით და მეშვიდე ზემოთ შუა ადგილას,რომელსაც ყველა მხრიდან დაჰკრავს სხივი.მაგრამ მოხდა სასწაული ხე ისევ ამოვიდა და მისგან გადმოედინებოდა სასწაულმოქმედი განკურნებადი ზეთი.

ეს იყო პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში და მას ეწოდა სვეტი-ცხოველი რაც ნიშნავს "სიცოცხლის მიმცემ სვეტს".
      150წლის წინ ვახტანგ გორგასალმა აქ ააგო ქვის ტაძარი,ახლა კი ტაძარი რომელსაც ჩვენ ვიცნობთ აგებულია მეთერთმეტე საუკუნეში,რომელიც ააგო კათოლიკოსმა მელქისედეკმა,მან ხუროთმოძღვრად მიიწვია არსუკისძე.მშენებლობა დაიწყო 1010 წელს და დასრულდა 1029 წელს.საუკუნეების მანძილზე ბევრი ქართველი მეფე ქორწინდებოდა,ჯვარს იცერდა და იმარხებოდა იქ.
                                                                          არქიტექტურა
ტაძარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა,ჯვრის სახე შექმნილია სივრცეში გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი მკლავებით.გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა,გუმბათის ყელში თექვსმეტი სარკმელია.

                   ტაძრის გეგმა
ტაძრის პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს,ტაძარი მორთულია მდიდრული და მრავალფეროვანი ჩუქურთმებით და ორნამენტებით.აღმოსავლეთის ფასადი ხუთი დეკორატიული თაღისგან შედგება,გადარჩენილია მეთექვსმეტე მეჩვიდმეტე საუკუნის ხუროთმოძღვრების მოხატულობა და ფრესკები.

         სვეტი-ცხოველი ღამით
ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით,რომელიც გეგმით კვადრატს უახლოვდება.გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე მეორის ბრძანებით.ყორე -ქვით ნაგები ძველი ნაწილები ჩართულია ახალნაგებ გალავანში.გალავანს ექვსი ცილინდრი და ორი ოთხკუტხა კოშკი აქვს,შესასვლელი ჟიშკარი სამხრეთ კედელშია,ხოლო დასავლეთ მხარეს სამრეკლო და მეთერთმეტე საუკუნის კარიბჟეა.